სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კოხნარი, ბურნათი, ნაკადული, წიფნარი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 13 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მევენახეობა.
eklesia
კოხნარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია განეკუთვნება XVIII – XIX საუკუნებს. აგებული იყო სიპი ქვით და დუღაბით. გადმოცემით, მდინარე ხევისწყალიდან ტაძრამდე იდგა ხალხი და ერთმანეთს აწვდიდნენ ამ ქვებს და ასე აშენებულა ეს ტაძარი კვერცხით და დუღაბით. საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ უშვერიძეები და თევზაძეები. უკანასკნელი მღვდელი იყო სილიბისტრო თევზაძე.
mosaxleoba
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 575 ადამიანი.